ოზურგეთი თბილისის მატარებელი სამტრედიაში გაფუჭდა – მგზავრები შველას ითხოვენ

ოზურგეთი თბილისის სამგზავრო მატარებელი რამდენიმე საათია სამტრედიაში დგას- მგზავრები კი შველას ითხოვენ.

როგორც “გურიის მოამბეს” ერთ ერთმა მგზავრმა აცნობა, თბილისიდან ოზურგეთისაკენ მომავალი სამგზავრო მატარებელი, რამდენიმე საათია სამტრედიაში დგას და არავინ მგზავრებს ყურადღებას არ აქცევს:

“როგორც გვითხრეს ელმავალი გაფუჭდა და გზა თქვენი შესაძლებლობებით უნდა განაგრძოთო, ბევრი მგზავრი შეამხანაგდა და ტაქსებით წამოვიდა, რამდენიმე დავრჩით ღვთის ანაბარა”

ყვება ერთ ერთი მოქალაქე, რომელმაც ბარგისა და ფონანსური უკმარისობის გამო მატარებელი ვერ დატოვა.

აღნიშნული სამგზავრო მატარებელი თბილისის რკინიგზის სადგურიდან დღეს დილით გამოვიდა და ოზურგეთის რკინიგზის სადგურში დაახლოებით 16 საათზე უნდა შემოსულიყო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share