პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა მმართველი გუნდიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დიდხანს ურეკავდა და დაბრუნებას სთხოვდა. ამის შესახებ ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მას მერე, რაც მე მმართველი გუნდიდან წამოვედი და წამოვედი ზუსტად იმის გამო, რაც დღეს ხდება, ბიძინა ივანიშვილი დიდხანს ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას. როდესაც კატეგორიულად განვაცხადე – არა, თვითონ ვეღარც რეკავდა, სხვას დაარეკვინა შეკვეთილიდან – თხოვეო ჩამოვიდესო. ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად და კიდევ ბოლო მცდელობა ჰქონდა, როგორმე შევენარჩუნებინე“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.