1. კაცხის სვეტი
მართმადიდებლური მონასტერი
კაცხის სვეტი არის ბუნებრივი კირქვის მონოლითი. მდებარეობს ჭიათურის სოფელ კაცხში. დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში.
სვეტი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლისაა და გადაჰყურებს მდინარეებს კაცხურსა და ღვითორს.
თარიღდება მე-5-6 საუკუნეებით.
2. მეტეორა
მართმადიდებლური მონასტერი
მეტეორა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამონასტრო-კომპლექსი საბერძნეთში, კაცხის სვეტის მსგავსად, მეტეორაც, ბუნებრივად ფორმირებულ კლდეზე მდებარეობს.
აქ სამონასტრო ცხოვრება მე-10 საუკუნეში დაიწყო. 1988 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
3. ოსტროგი
მართმადიდებლური მონასტერი
სერბული მართმადიდებლური მონასტერი, რომელიც ყველაზე პოპულარული სალოცავი ადგილია მონტენეგროში.
იგი ეძღვნება აქ დაკრძალულ წმინდა ბასილი ოსტროგელს (Sveti Vasilije Ostroški).
მონასტერი დააარსა ჰერცეგოვინის მიტროპოლიტმა ეპისკოპოსმა ვასილიმ XVII საუკუნეში. იგი აქ გარდაიცვალა 1671 წელს და აქვეა დაკრძალული.
4. სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერი
მართმადიდებლური მონასტერი
ქრისტიანული მონასტერი სინის ნახევარკუნძულზე, ეგვიპტეში. აგებულია ჩვ.წ. აღ.-ით 1-ლ საუკუნეში. მდებარეობს სინის მთის ძირას რთულად მისადგომ ხეობაში. 2002 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
5. კეის მონასტერი
ბუდისტური მონასტერი
მდებარეობს ზღვის დონიდან 4166 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე სპიტის მახლობლად, ინდოეთში.
ეს არის სპიტის ველის უდიდესი მონასტერი და ლამის რელიგიური სასწავლო ცენტრი. გავრცელებული ინფორმაციით, 1855 წელს მას 100 ბერი ჰყავდა. [ვიკიპედია].
მისი დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით ეს მონასტერი მე-11 სააუკუნეშია აგებული.
6. წმინდა გიორგის მონასტერი
აღმოსავლეთის მართლმადიდებლური მონასტერი
წმინდა გიორგი ხოზიტელის მონასტერი მდებარეობს იერუსალიმსა და ამანს შორის, ვადი ქელტის საოცრად მიუვალ ხეობაში.
420-იან წლებში დაარსებული კომპლექსი კლდეშია ჩაშენებული და მასზე ასვლა მხოლოდ ციცაბო საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი.
7. პარო ტაკწანგი
ბუდისტური მონასტერი
გამოქვაბულის ირგვლივ აგებულ ამ სამონასტრო კომპლექსს სხვანაირად ‘ვეფხვის ბუდესაც’ ეძახიან. მდებარეობს ზღვის დონიდან 3120 მეტრზე, სამხრეთ აზიაში, ბჰუტანში.
ეს არის ისტორიული ტიბეტის ცამეტი ვეფხვის ბუდის გამოქვაბულებიდან ერთ-ერთი, რომელშიც პადმასამბავა ვარჯიშობდა და ასწავლიდა. აგებულია 1692 წელს.
8. ტანგ კალატი
ბუდისტური მონასტერი
მდებარეობს პოპას მთაზე მანდალაის რეგიონში, მიანმარში. ეს ულამაზესი ტაძარი აგებულია 1196 წელს, 225 მეტრი სიმაღლის ვულკანური წარმოშობის კლდოვან მთაზე.
მონასტერზე რომ ახვიდეთ ზუსტად 777 საფეხურიანი კიბე უნდა აიაროთ. ის მომლოცველებში ძალიან პოპულარულია და ითვლება სულიერი ენერგიის წყაროდ.
intermedia.ge