Netflix-ის ახალი სერიალის ტრეილერში რუსთაველზე გამართული აქციის კადრი მოხვდა

7 მარტს Netflix-ის იუთუბ გვერდზე ახალი სერიალის “3 Body Problem” მორიგი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართული აქციის კადრი ჩანს.

რუსთაველზე აქციის კადრი ტრეილერში 1:31 წუთზე ჩნდება.

სერიალი 3 Body Problem პლატფორმა Netflix-ზე 21 მარტს გამოვა.

მასზე ცნობილი სერიალის Game of Thrones-ის შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დენ უაისი მუშაობდნენ, რომლებიც Netflix-ს $200 მილიონად 2019 წელს შეუერთდნენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share