მიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ამბობს, რომ ოკუპანტი მიხვდა, რომ ოლქის აღების არანაირი შანსი აღარ ჰქონდა და ამის საპასუხოდ ჭურვი ადმინისტრაციული შენობის თავზე ჩამოაგდო, საიდანაც ტერიტორიული ერთეული იმართება.
ვიტალი კიმი ყვება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მისი სამუშაო კაბინეტიდან IQOS -ის მთლიანი მარაგი წაიღეს.
“ოკუპანტებმა ადმინისტრაციის შენობას ესროლეს, ნახევარი შენობა განადგურებულია. ეს ნაძირლები ჩემს კაბინეტშიც შევიდნენ IQOS -ის მთლიანი მარაგი დავკარგე. მადლობა ღმერთს უმეტესობამ შენობა დატოვა და სასწაულებრივად გადარჩნენ. ადამიანებს ამ დრომდე ვეძებთ. 100-მდე ადამიანი უსაფრთხოდ არის, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ადმინისტრაციის შენობისთვის ცეცხლის გახსნა იმაზე მიანიშნებს, რომ ოკუპანტებმა მიკოლაევზე შეტევა გადაიფიქრეს და რატომ? თუ ოლქის ხელში აღება გინდა, უნდა გქონდეს ადგილი, საიდანაც მის მართვას შეძლებ. მიხვდნენ, რომ მიკოლაევს ჩემს ფეხებს აიღებდნენ და სალამი ჭურვით შემოგვითვალეს”,- ამბობს ვიტალი კიმი
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დღეს დაბომბეს, რის შედეგადაც, ადმინისტრაციის შენობა დაზიანდა.
რუსებმა მიკოლაევის ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს | ნანგრევებში 8 ადამიანს ეძებენ