“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს” – ექსპერტთა ჯგუფის ექიმი

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ბოლომდე გაუმჯობესებული არ არის. ექიმებმა მესამე პრეზიდენტი დღეს მოინახულეს, ისინი შეხვედრიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ.

ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე აღენიშნება, ასევე მას გარკვეული მხედველობის პრობლემები აქვს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არაა, არც არის მოსალოდნელი, რომ ენცეფალოპათიაა მეორე დღეს გაუმჯობესდეს, შესაძლებელი არის, თუმცა არ მოხდა ასე. ძირითადად სისუსტეა გამოხატული, პატარა თვალის მამოძრავებელი პრობლემები არსებობს კიდე, რაც მაშინაც იყო გამოხატული და შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას ,- თქვა კონსილიუმის წევრმა ექიმმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share