“დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან”, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევრონეტს. განცხადებას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
„ძვირფასო კოლეგებო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან,
ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება რადეკ სიკორსკისთან, კარლ ბილდტთან და ანდრიუს კუბილიუსთან მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაზე, რაც დიდწილად იყო პასუხი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე.
მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩემი ქვეყანა საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო.
დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან, დემოკრატია დანაშაულია, დასავლეთი მტერია, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან, ხოლო თავისუფლება შორეულ ოცნებად იქცა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩემს გათავისუფლებას, რადგან ამის ნებართვა არ მიუღიათ კრემლიდან. ივანიშვილის ხალხი ევროპელებს ეუბნება, რომ ჩემი გათავისუფლება გამოიწვევს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას; საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემი პატიმრობის პოლიტიკურ ხასიათს.
ძვირფასო მეგობრებო,
მაშინ, როდესაც ყველა ჩვენგანის ბედი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის მიღმა, ახლა უკრაინაში წყდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ის უდიდესი მისწრაფება, ბრძოლა და მიღწევები, რაც ჩვენმა ერებმა საკუთარი ევროპული ოცნებისთვის გამოიარეს.
ჩვენ ვერ დავუშვებთ ამას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება.
მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და წარმატებულ შეხვედრას გისურვებთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში