„დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – საბჭოთა დისიდენტი რუსეთის სასამართლოზე

საბჭოთა დისიდენტს, ალექსანდრ სკობოვს, რომელიც რუსეთში ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს, პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – დაიყვირა სკობოვმა დღეს სასამართლოში.

დარბაზში კი აღნიშნა, რომ “აბსურდში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს და ერთადერთი მიზეზი რის გამოც იქ იმყოფება სასამართლოსთვის შეფურთხებაა“ .

ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილს მისივე მეგობრის, უფლებადამცველ იულია რიბაკოვის სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება “ტერორიზმის გამართლება” და ედავებიან პოსტის გამო, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქებას ეხებოდა, თუმცა ტექსტის შინაარსი და დამატებითი დეტალები უცნობია.

სკობოვი საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით იყო დაკავებული.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი  სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. გამოდიოდა ჩეჩნეთში მიმდინარე ომისა და პუტინის წინააღმდეგ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი საზოგადოებას მოუწოდებდა დახმარებოდნენ უკრაინის არმიას. 2024 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სკობოვი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share