გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტისა და კანცელარიის ტერიტორიაზე პოლიციის ავტობუსები შეიყვანეს.
კადრები “ტვ პირველის” ჯგუფმა რამდენიმე წუთის წინ გადაიღო.
პოლიციის ავტობუსების გადაადგილება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც შენიშნეს.
“პირველების” ინფორმაციით, პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარედ 10-მდე ავტობუსი შეიყვანეს. ადგილზე გადაღებული კადრებიდან ირკვევა, რომ ავტობუსში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სხედან. მათ თან აქვს სპეც აღჭურვილობა – მათ შორის ფარები.
“არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან 20:00 საათზე, აქცია ჩაინიშნა. დღეს მხოლოდ საორგანიზაციო შეხვედრა იმართება იმისთვის, რომ გაიწეროს გეგმა როდის და რა ფორმით დაიწყება აქციები “ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ.