“ძვირფასო მარგო! ვხდებოდით, ვსუქდებოდით, შვილებს ვაჩენდით, მაგრამ არასდროს ვივიწყებდით, რომ შეგვიძლია რთულ წუთებში ერთმანეთს ვენდოთ და გულწრფელად გვიხაროდეს ერთმანეთის გამო”, – ასე მიულოცა თინა კანდელაკმა მარგარიტა სიმონიანს დაბადების დღე.
“დარჩი ისეთივე თბილი, როგორც სოჭის მზეა, რომელიც ასე გულუხვად გვათბობს ყველას. იქ სადაც შენ ხარ, ზამთარი არასდროს დადგება” – დაწერა კანდელაკმა საკუთარ ტელეგრამ არხზე და კრემლის პროპაგანდისტთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.