“ყველაფერი ის, რაც ხელს უშლის ჩვენს ევროინტეგრაციას არის რუსული და ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს უშლის ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას არის რუსი,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” გიორგი უშიკიშვილი აკეთებს.
უშიკიშვილის თქმით, თავისუფალი აზრის შეზღუდვა არის რუსული სტილი და არავის აქვს უფლება ან მსახიობს ან მომღერალს თავისი აზრის გამოხატვა და პროტესტის გამოთქმა შეუზღუდოს.
უშიკიშვილის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს და ფიქრობს არა მოსახლეობის სურვილზე, არამედ საკუთარ თავზე.
”სუფთა რუსულია, რომ მოდი, შენ იმღერე, იცეკვე და მე კორუფციაში ჩავეფლობი, ფულს მოვიპარავ, საითაც მინდა იქით წავალ და მოდი, შენ შენს საქმეს მიხედე – ეს არის რუსული. ყველაფერი ის, რაც ხელს უშლის ჩვენს ევროინტეგრაციას არის რუსული და ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს უშლის ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას არის რუსი, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ილია ჭავჭავაძე ჩვენი თანამედროვე რომ იყოს, ალბათ, ფეხებით დაკიდებენ ესენი იმ იდეების გამო, რასაც ის ამბობდა.
ფოლკლორის სკოლაში უმუშავიათ ბევრ პროექტზე ჩვენი ხალხური სიმღერის და გალობის შენარჩუნების საკითხებზე, ხელნაწერების გადარჩენებზე, ჩაწერებზე და უმეტეს ნაწილს გაკეთებული აქვს ევროპული და ამერიკული გრანტებით და ესენი ვისი აგენტები არიან. მე ჩავწერე და გავაკეთე რაღაცები და მე ვისი აგენტი ვარ? – იმიტომ ვაკეთებთ რომ ჩვენმა შვილებმა ეს ყველაფერი მოისმინონ მერე.
თუ ასე წავედით და თუ ევროპა აღარ გვინდა და რუსეთი გვინდა, მაშინ ჩვენ საერთოდ ისტორიაც აღარ გვქონია, რაღა საჭიროა ჩვენი ისტორიის სწავლა?”, – ამბობს გიორგი უშიკიშვილი.