პარლამენტთან მიმდინარე აქციას “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ახალგაზრდული მარშით შეუერთდნენ. თავდაპირველად მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, მას თსუ-სა და ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კარგად დაინახა, რა სურს ქართველ ხალხს, შეშინებულია და სტუდენტები ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და გამარჯვებას აპირებენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეცვალოს გადაწყვეტილება და გაიწვიოს უკან რუსული კანონი.