ელისაშვილის თქმით, პარლამენტში ინციდენტის შემდეგ, სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი მიუვარდა

პარტია ”მოქალაქეების”  წევრი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამეტში დღევანდელი ინციდენტის შემდეგ, მის სახლთან ნიღბიანი პირები იყვნენ მისულები.

“პარლამენტიდან წავედი თუ არა, წავედი რა.. გამომაგდეს, სახლში მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა – ჩემს ქუჩაზე, ნიღბებით. ღმერთმა შეუნდოთ. ტვინ არეული ბავშვები – ბავშვებს რეებს აკეთებინებენ წარმოიდგინეთ. დაიწყეს რაღაცების მიხატვა – “მოღალატე” და ასე შემდეგ, სახლიდან არც გამოვსულვარ, ჩემმა მეზობლებმა კუდით ქვა ასროლინეს. მინდა ქართული ოცნება გავაფრთხილო – ყველაფერზე წამსვლელები რომ ხართ ვიცით, მაგრამ ჩემ ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე მართლა განახებთ სეირს. არავისი მეშინია. ვიცოდი, რომ გავილახებოდი, მაგრამ საქართველოს ენაცვალოს ჩვენი თავი და ჩვენი სიცოცხლე. მხნედ ვარ, კიდევ მცემონ, აი დარდი – აგერ ვარ!”, – თქვა ელისაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

იურიდიულ კომიტეტზე,  კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა. ამის შემდეგ დეპუტატები ელისაშვილს ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share