არ ასახავს EU-ს სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს EU-სკენ მიმავალი გზა – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი “ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის  კანონის პირველის მოსმენით მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.

“შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადამწყვეტ მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა”, – წერს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share