ექვსი ოპოზიციური პარტია საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას აცხადებენ.
მათი განცხადებით, რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან – გახდნენ EU-სა და NATO-ს წევრი და ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.
“შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა
და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს
ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და
ერთიანი ქართული საზოგადოება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით
მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული,
პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის
მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე
მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი
ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და
ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ
არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!”. – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ახალი
- გირჩი მეტი-თავისუფლება
- დროა
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ლელო საქართველოსთვის
- სტრატეგია აღმაშენებელი