ივანიშვილმა რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა და ჯერჯერობით მაინც აწვება პირველ ჩვენებას,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„პრობლემა არის ერთი – რატომ ახლა, არჩევნების წინ და არა – რატომ ეს კანონი. ვიცით, რომ აქ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი, ივანიშვილი იღებს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე ვფიქრობ, რომ მან ვერ შეაფასა რისკები სათანადოდ და ჯერჯერობით მაინც აწვება პირველ ჩვენებას. მერე რას იზამს, ვერ ვიტყვი, არ მაქვს გარანტია, რომ ის ადეკვატურად მოიქცევა, ამის გარანტიას ვერვინ მოგვცემს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია“, განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.