ხელისუფლება ამ უკონტროლობით რუსული აგრესიის საფრთხეს ქმნის- ახდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილ “მთავარ არხზე” “დღის სტუმარში” ჩართვისას იმ საფრთხეებზე საუბრის დროს, რასაც რუსებს უკონტროლო შედინებას შეიძლება მოჰყვეს.
ხუხაშვილის თქმით, ჩამოსული რუსების ქცევებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული ინციდენტები, რასაც რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეეცდება.
მისივე თქმით, ყველა გამოქცეული ეფესბეს აგენტი არ არის, თუმცა იძულებული გახდება მასთან ითანამშრომლოს.
“ეს ხალხი, ვიღაცა პირდაპირი აგენტურაა, ვიღაცა მართლა გამოქცეულია, მაგრამ ვინც ომს გამოექცა რუსეთიდან, ეს ხალხი არის რუსეთის ფეესბესთვის, ძალიან ადვილი “დასავერბოვკებელი” თავისი მიზნებისთვის საქართველოში, რომელიც რაღაც მომენტში ჩაირთვება. ესეთი ბევრი ფაქტი მოუყოლიათ ჩემთვის უკვე, ფეესბეს აგენტურა დადიან კაფეებში, რესტორნებში, მაღაზიებში, ამ გამოქცეულ ხალხს ელაპარაკებიან და ეუბნებიან, ან იმუშავებენ ფეესბეზე, ისინი იქიდან კი არ ჩამოდიან აგენტებად, აქ ფეესბეს აგენტები ავერბოვკებენ შემდეგი მოტივით – ან იმუშავებ ჩვენზე, ან თუ არადა, რუსეთში ადრე თუ გვიან ხომ დაბრუნდები და პრობლემები გექნება დეზერტირობასთან დაკავშირებით და ა.შ. და ა.შ.
ფაქტობრივად, ჩვენ ამ ვითომ გამოქცეული ხალხიდან 2-3 თვეში მივიღებთ ფეესბეს აგენტურულ ქსელს ძალიან ფართოს, სისტემურს შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ იძულებული იქნებიან, ხომ უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. თუ არ შეასრულებენ დავალებებს, ვეღარ დაბრუნდებიან – ეს იციან” ამბობს გია ხუხაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.