საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას და ამბობს, რომ რომ ბიძინა ივანიშვილმა მას მის საქმეზე ექიმთა კონსილიუმის შექმნა და განსხვავებული პოზიციის დაჭერა არ აპატია.
“კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს [ბიძინა] ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საქმეზე. ის რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა.
მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ყველაფერს, როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს, რომ ამ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა”, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა პირადმა ექიმმა ჟურნალისტებთან წაიკითხა.