”ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს 87 ევროიანი თაიგულის, სამძიმრის გვირგვინის და პიჯაკების გამო ასამართლებს. რას ედავებიან სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილს? რა იციან გურულებმა სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით და რას ფიქრობენ ისინი მესამე პრეზიდენტის გასამართლებაზე? გთავაზობთ გურულების მოსაზრებებს გადაცემიდან “ხალხის ხმა”:
”ამხელა პიროვნებას თუ კოფეს მიაწოდებ და კონიაკს დაალევინებ,ცხადია, ეს დანაშაული არაა”.
“აბსურდია ეს ყველაფერი, პიჯაკების საქმეზე, პოლონეთის პრეზიდენტის საფლავზე გვირგვინის მიტანაზე..ასეთი ხარჯები რა დანაშაულია..შეადარეთ ახლა ღარიბაშვილის სიტყვა და სააკაშვილის გამოსვლა.თუ ლაპაარაკობს საერთოდ ქვეყნის განვითარებაზე..მარტო ლაპარაკობს სააკაშვილის ლანძღვას.”
“რასაც ვხედავთ გაკეთებულს, ყველაფერი სააკაშვილის გაკეთებულია.ის 9 მილიონიც ამაში დაიხარჯა.დასაჭერი ვინცაა,ისინი მთავრობაში არიან ახლა.”
“ეს არ არის დანაშაული , თავის ქვეყანას მოახმარა ეს ყველაფერი. პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა იყოს დაკავებული.”
“სააკაშვილს ასამართლებენ პოლიტიკური მოტივით. ეს ყველაფერი არის სასაცილო..ესეიგი პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს პიჯაკი? სირცხვილია ეს ქართველებისთვის და მთელ მსოფლიოში არის თავის მოჭრა.”
“მე არაფრით არ ვადანაშაულებ სააკაშვილს.რა იყო იქ ასეთი დანაშაულირაც ოცნებას არ გაუკეთებია?”
“რაიზა ასამართლებენ? კაი რომ გააკეთა?აგენმა რა გააკეთენ?რაც სააკაშვილმა გააკეთა,აგენსაც რომ მასე გაეგრძელებინთ,აშენებული ვიქნებოდით დღეს”
“პრეზიდენტ კაცს კოსტუმი და პალტო დასჭირდა-დიდი ამბავი. თაიგული მიიტანა საფლავზე მეგობარი პრეზიდენტის – დიდი ამბავი. სირცხვილი და ამ მთავრობის მოჯაყვა. მიხეილისთანა ადამიანი ერთი არ გვყოფნის ჩვენ, ორი და სამი გვჭირდება ქვეყანა რომ გასწორდეს.”
“დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება პრეზიდენტი ციხეში იჯდეს”.
“მაგაზე არ უნდ ედავებოდნენ..დალელული აქვს ამ მთვრობას საქმე და მაგიტომ ედავებიან.თავისუფლება მიშას”.
“სააკაშვილს რომ აბრალებენ ყველაფერს , მათ სასახლეებს ვერ ხედავენ? ივანიშვილის მონები არიან ესენი და ჩვენ მათი მონები ვართ რომ ვუთმენთ”.
”ქვეყნისთვის ყველაფერი კაი რომ გააკეთა,ამისთვის ასამართლებენ მიხეილ სააკშვილს.”
“ნამდვილად სამარცხვინოა,რასაც ედავებიან.’
“არ უნდა იყოს მიშა პატიმარი.ის უნდა იყოს გარეთ და უნდა იყოს სათავეში.”
“არაფერი დანაშაული მიშას არ აქვს ქვეყნის წინაშე,ტყვილა ასამაართლებენ..დასაჭერია ეს მთავრობა.”
”სააკაშვილმა დააყენა საქართველო ფეხზე.დანაშაული აღკვეთა,ხალხმა სული მოითქვა.’
”პრეზიდენტ კაცს არ აქვს უფლება ერთი პიჯაკი იყიდოს?”
“ჩვენი მთავრობა უფრო მეტად ფლანგავს,ვიდრე მიხეილ სააკაშვილი.”