გოგა მემანიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებზე აქტივისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, დააწინაურეს

ბიძინა ივანიშვილის ძმის ნათლული, მთაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელი გოგა მემანიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებზე აქტივისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, დააწინაურეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე იქნება.

სწორედ მემანიშვილი გასცემდა აქციებზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ბრძანებას.

აქტივისტი ნიკუშა ფარულავა, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც მემანიშვილის ბრძანებით არაერთხელ დაუკავებიათ, წერს, რომ მას “აქტივისტების დევნაში გაწეული ღვაწლი დაუფასდა”.

ეს ის გოგაა, მე და [გიგა] მაქარაშვილს ხელები რომ მოგვტეხა და ადამიანების თავისუფლებით რომ გვევაჭრებოდა-დაიშალეთ და გამოვუშვებთო“, – წერს ფარულავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share