რუსებს ზემო ლარსზე, საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს

რუსებს ზემო ლარსზე, საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება, საზღვარზე ხალხის სიმრავლემ გამოიწვია. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანით ან ველოსიპედით შეიძლებოდა.

ინფორმაცია დაადასტურა ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურში.

გარდა ამისა, დღეს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცეპრემიერმა, ირბეკ თომაევმა განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში  ლარსის საგუშაგო 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა ორივე მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის  საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა. არსებული ინფორმაციით, იმ მიზეზით, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველებმა ტერიტორია საბუთების გაფორმების გარეშე არ დატოვონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share