არა რუსულ კანონს, კი ევროპას – რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. დღეს თვითორგანიზებული პროტესტის მესამე დღე. ახალგაზრდებს დღეს უფროსი თაობაც შეუერთდა. გუშინდელის მსგავსად, დღესაც დაგეგმილია მსვლელობა, თუმცა მიმართულებას ახალგაზრდები ჯერჯერობით არ ასახელებენ.
მთავარი მოთხოვნაა – გაიწვიოს ივანიშვილის ოცნებამ რუსული კანონი და ქვეყანა ევროპული რელსებიდან არ გადაიყვანოს.