ვნახეთ სად მიიყვანა კანონმა რუსეთი, არ მინდა, საქართველოშიც იგივე განმეორდეს – კარა-მურზა

”რუსეთში კანონს უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ, ვინც რეჟიმსა და უკრაინაში ომს აპროტესტებს. ხელისუფლება ამ ხალხს უცხოეთის აგენტებს ეძახის – გამყიდველებს, კრიმინალებს. რუსეთის რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ სახელმწიფო ნარატივს ან ომს უკრაინაში ომს არავინ უნდა დაუპირისპირდეს. თუ კი ვინმე ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნები უხდიან. მათ უწოდეს უცხოელი აგენტები, პრაქტიკულად უცხო ქვეყნის ჯაშუშები.

ვწუხვარ პარლამენტში ამ კანონის ინიცირების გამო. მე მივესალმები ქართველ ხალხის წინააღმდეგობას, იმას, რომ ქუჩაში გამოვიდნენ გასაპროტესტებლად. ეს, მართლაც, შემაშფოთებელია, იმიტომ რომ ვიცით, ამ კანონმა სადამდე მიიყვანა რუსეთი და არ გვინდა ვნახოთ იგივე სიტუაციის გამეორება საქართველოში.” –

განაცხადა რუსი პოლიტპატიმრის ვლადიმერ კარა-მურზას ცოლმა, ევგენია კარა-მურზამ ფორმულას ეთერში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share