“ოცნების” ქართული ეკონომიკა და მისი შედეგები ყოველდღიურობაში

ცივი სეზონის მოსვლასთან ერთად  ყოველდღიურობაც რთულდება.   ხარჯი საგრძნობლად იზრდება.  78 წლის  ნონა კაჭარავას ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა. 220 ლარი თვეში , ანუ მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად დღეში 7 ლარი აქვს.

გაძვირებული ცხოვრების პირისპირ დარჩენილი  მარტოხელა პენსიონერი  პროდუქტებს უკვე ცალობით ყიდულობს. 

სად მიგვიყვანა  ქართული ოცნების  პოლიტიკურმა ეკონომიკამ?   პანდემიის შედეგად ისედაც გაძვირებული პროდუქტების ფასებმა კიდევ უფრო მოიმატა. მარცვლეული 7%-თ , ,შაქარი 6.7% ით , ზეთი კი 20 -30 %-ით   გაძვირდა. ორნიშნა ინფლაცია ყველა მოქალაქის ჯიბეს შეეტყო. ეს რეალობა ყველაზე კარგად ბაზარში აისახება. მომხმარებელი პროდუქტებს ვეღარ ყიდულობს და  მოვაჭრეებსაც   საქონელი დახლებზე რჩებათ.

საქართველოში ხორბლის 100-ივე პროცენტი რუსეთიდან შემოდის. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და მათ შორის რუსული ხორბლის ფასი ივნისში 215 დოლარამდე გაიზარდა. მთავრობამ, პანდემიის დროს გაღარიბებული მოსახლეობის დასამშვიდებლად ხორბლის ფასის დროებითი სუბსიდირება მოახდინა. შვეიცარია- საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი- ნონა მამულაშვილი თვლის რომ ეს სუბსიდირება ჩვენი ჯიბის ხარჯზე  მოხდა და უფრო მეტიც, არჩევნების შემდეგ ხორბალზე ფასი აუცილებლად გაიზრდება.

მთავრობა პურის მცხობელებს არჩევნებამდე ფასის გაზრდის უფლებას არ აძლევს. ექსპერტების აზრით ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“ .

ადრეულ შემოდგომაზე   ხილსა და ბოსტნეულზე ფასები დიდად არ გაზრდილა, თუმცა როგორც კი  იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებული გავხდებით    რა თქმა უნდა ფასებიც გაიზრდება ეს კი მოსახლეობასა და ბიზნეს მძიმე ტვირთად დააწვება. “საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” თავმჯდომარე ,  ივა ჭყონია  თვლის რომ მთავრობის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკა არ ამართლებს.

მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად გაუფასურდა ლარი, საწვავზე კი  ფასები გაიზარდა. ხორბლისგან განსხვავებით საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასს არ მოუმატია , საქართველოში  ფასების გაზრდა არა  – საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა ტრენდმა, არამედ სწორედ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

გაერთიანებული ოპოზიციის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი, ირაკლი ყიფიანი ერთმანეთს ორ განსხვავებულ საქართველოს ადარებს. 2004-2012 წლებში, საქართველოში 10 ზე მეტი ქალაქი და ტურისტული ზონა გაშენდა, 2013 – 2020 წლებში კი არცერთი. სააკაშვილის მმართველობისას გაიხსნა 4 აეროპორტი, ივანიშვილის დროს – არცერთი.

ტურიზმი პანდემიამ იმსხვერპლა. აშკარაა, რომ ახლა ახალი ინოვაციების,  მაშტაბური გეგმებისა და ინვესტიციების  დროა. 

რეფორმების არარსებობა  და დაკარგული 8 წლის შედეგია , ის საქართველო , რომელშიც  დღეს გვიწევს ცხოვრება  1 მილიონი ადამიანი სახელმწიფოს დღეში 2 ლარიან დახმარებას სთხოვს,    500 000 ადამიანი საკვებს ნასესხები ფულით ყიდულობს. ქართველი   ევროპელთან  შედარებით 10 წლით ნაკლებს ცოცხლობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 87
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 80
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 79
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 74
    რეკომენდაციები კოვიდის შესახებ -ექიმი მარინა ტოტოჩავაკოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე,  ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
    Tags: და, არ