პეკინში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს მაჩვენებელი კი აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტში. დედაქალაქში, პეკინში, დაინფიცირების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია და გამოვლინდა 1 438 შემთხვევა.
კოვიდ 19-ით გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი.
მთავრობის დადგენილებით, პეკინში შესვლის წესები გამკაცრდა. სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლების მოპოვებამდე სამი დღის განმავლობაში კოვიდ ტესტი უნდა ჩაიტარონ.