უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს უკრაინის “ძალიან ეშინია” და ატომური იარაღის მქონე სახელმწიფო დედამიწის არსებობას არ უნდა ემუქრებოდეს.
“დამიჯერეთ, პუტინს ძალიან ეშინია ჩვენი, მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ, რომ ის არასაიმედო ადამიანია. თავდაჯერებული სახელმწიფოები დიდი არმიით და დიდი ძალით, ამდენი ბუნებრივი მინერალური რესურსებით, მსოფლიოს და ყველა ცოცხალ არსებას ბირთბული იარაღით არ უნდა ემუქრებოდნენ.
უკრაინის რწმენა არ გამქრალა, არც ხალხის რწმენა შეიარაღებული ძალების და საკუთარი თავის მიმართ. რაც შეეხება დაღლილობას, არ ვიტყუები – ეს სახეზეა. მაგრამ ამას განსხვავებული პერსპექტივით უნდა შევხედოთ – ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მაშინაც კი, როცა სამსახურში მიდიხარ, რომელიც გიყვარს, საღამოს მაინც დაღლილი ბრუნდები სახლში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დილით სამსახურში აღარ წახვალ“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ იტყვიან უარს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე და დაიცავენ თავიანთ ღირებულებებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, უკრაინაში ყველაფერი ცუდადაა და ინიციატივა რუსების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება. იგი აღიარებს, რომ რუსებს უკრაინელებზე მეტი იარაღი აქვთ, რაც პრობლემას წარმოადგენს. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებისთვის ადამიანების სიცოცხლეს “მნიშვნელობა არ აქვს” – მათთვის მნიშვნელობანია გამარჯვებები არა რუსებითვის, არამედ პუტინისთვია, რომელსაც “საბჭოთა კავშირის აღდგენა სხვა ერების განადგურებით სურს”