ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ “ოცნების” დაანონსებული აქცია სახელისუფლებო გუნდისთვის საფრთხედ გამოიყურება. პოლიტიკოსი პარალელს ასლან აბაშიძესთან ავლებს და 2003 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც აჭარის მმართველმა შევარდნაძის მოთხოვნით თბილისში პარტაქვიტი ჩამოიყვანა, ორი დღის შემდეგ კი მათ ხელისუფლების დატოვება მოუწიათ.
უგულავა პირდაპირ ამბობს, რომ თუ ვინმეს ჰგავს დღეს ბიძინა ივანიშვილი, ეს სწორედ ასლან აბაშიძეა.
მაგნიტად იყენებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მოიყვანონ თავისი მომხრეები. ძალიან სამარცხვინოდ, ძალიან უტვინოდ გამოიყურება და ძალიან სახიფათოდ გამოიყურება და სახიფათოდ გამოყურება, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ მე მახსოვს 2003 წლის 21 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით და მოთხოვნით ასლან აბაშიძემ თავისი პარტაქტივი ჩამოიყვანა, აქ გაშალეს, დიდი ამბავი ჰქონდათ რუსთაველზე და უკვე 23-ში ის ხელისუფლებაც, ვინც ეს ხალხი ჩამოიყვანა გოდრებით, გაქრა შარშანდელი თოვლივით. ამიტომ, თუ ვინმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჰგავს ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ასლან აბაშიძე. გეგონება, გაჭრილი ტყუპისცალია თავისი რუსობით, თავისი ჩამორჩენილობით, თავისი პროვინციალიზმით და თავისი მოღალატეობრივი და თავისი სიხარბით, – ამბობს გიგი უგულავა.