ქარბორბალა იყო ცოტა ხნის წინ ქობულეთში, სადაც ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ვერულიძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ძლიერი ქარის გამო, კორპუსში მცხოვრებლები გარეთ ვერ გამოდიან. მუნიციპალიტეტის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.