”ჯერ ამხელა მანდატი ჩვენთვის არ მოუცია ამომრჩეველს, რომ ყველაფერს გავწვდეთ. რომ გითხრათ, ხვალ “ქართულ ოცნებასთან” დავიწყებთ საუბარს, რომ საწვავის აქციზს მოვხსნით, ეს ხომ სერიოზული არ არის ამ რეალობაში. ჩვენ თუ გვინდა ფუნდამენტური საკითხები მოვაგვაროთ, როგორიცაა, საწვავის ფასი ქვეყნის შიგნით, ჩვენ მოვახდინოთ ცვლილება, რომელიც ამის გაიაფებას გამოიწვევს, დავუშვათ მეტი კონკურენცია და ა.შ. არის ისეთი საკითხები, რომელიც წარმოუდგენლად ჩანს დღევანდელი მოცემულობიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად მარტივ საკითხზეც “ქართული ოცნება” სხვაგან არის. როცა რაღაცას ეუბნები, როგორც 90-იან წლებში ქართველი პოლიტიკოსები იქცეოდნენ, იქ ვართ ახლაც, “მე 43% მაქვს შენ არაფერი, ამიტომ მე ვარ მართალი”.
ამ რეალობაში რომ გითხრათ, მე გავაკეთებ რამეს, რომ ბენზინის ფასი დაიკლებს-მეთქი, ეს არარეალურია. საკითხის დაყენებას შედეგი არ ექნება, შედეგი იქნება იმ შემთხვევაში, როცა “ქართულ ოცნებას” დასჭირდება სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარება იმაში, რომ რაღაცა გააკეთოს. ვიდრე ქართველი ხალხი არ მოინდომებს, რომ “ქართულ ოცნება” ერთპიროვნულად არ მართავდეს, მანამდე ღირსები არიან რომ 4 ლარიც კი იხადონ ბენზინში. შენ თუ შეთანხმდები რომ 70% “ქართულ ოცნებას” აქვს და მერე გამოდიხარ და ბენზინის ფასი არ მოგწონს, მაშინ დასაფიქრებელია სხვა რამე, შენ თვითონ აძლევ ასეთ მანდატს. რა, 4 ლარზე ნაკლები იყო მანამდე, რომ მიეცი ეს მანდატი? ე.ი. რაღაცნაირად, შენი ქმედებებით წაახალისე ხელისუფლება, თუ წაახალისე, რატომ დაგითმობს?”
ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.