ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მარიუპოლისთვის – “აზოვის” მეთაურის მოადგილე

ჩვენ გვჯერა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მარიუპოლისთვის, – ამის შესახებ „აზოვის“ ბატალიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი საუბრობს.

მისი თქმით, „აზოვის“ წევრები გაერთიანებული არიან ბოროტების დასამარცხებლად.

„ჩვენ გაერთიანებულები ვართ გამარჯვების სურვილით, რათა დავამარცხოთ ბოროტება, რომელიც ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. მოგიწოდებთ ბრძოლისა და ერთიანობისკენ. მოუწოდეთ თქვენს პოლიტიკოსებს, რეალურად იმოქმედონ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში! მოუწოდეთ თქვენ პოლიტიკოსებს, იმოქმედონ გადამწყვეტად მარიუპოლის, ხერსონის, იზიუმისა და სხვა ქალაქების გასათავისუფლებლად და ამ ომის შესაჩერებლად. დაეხმარეთ ჩვენ ხელისუფლებას იყოს ძლიერი უკრაინისთვის ბრძოლაში. გააკეთეთ ეს ჩვენი გარდაცვლილებისთვის, ცოცხლებისა და დაუბადებელი ადამიანებისთვის.

ჩვენ გვჯერა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მარიუპოლისთვის“, – ნათქვამია სვიატოსლავ პალამარის ვიდეომიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share