ანრი ოხანაშვილი: „ამნისტია გავრცელდება ყველა პირზე“

,,ქართული ოცნების“  მზაობა როგორიც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება და არ მივეცით არცერთ რადიკლაურ ოპოზიციურ ჯგუფს საშუალება, ჩაშლილიყო შეთანხმება, იგივე სულისკვეთებით აგრძელებს მუშაობას. ,,ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას ისე, როგორც ეს შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი, შესაბამისად, ის გავრცელდება ყველა პირზე“, – განაცხადა დღეს, 25 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენელების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოხანაშვილის თქმით, შეუძლებელია, ამნისტიის კანონის შერჩევითობის პრინციპით განხორციელება.

 

შეგახსენებთ: 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმი უნდა მოიძებნოს. რადგანაც ნიკა მელია კატეგორიულ უარს აცხადებს გირაოს გადახდის ნებისმიერ ფორმაზე, ამ დროისათვის მისი პატიმრობიდან  გათავისუფლების მიზნით, 20 ივნისის მოვლენების ამნისტია განიხილება, რაც მიუღებელია როგორც საზოგადოების ნაწილისთვის, ასევე, „ნაციონალური მოძრაობისათვის“. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი პროკურატურის მიერ საქმის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share