1819-1820 წლებში მოხდა რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგო გურია-იმერეთის აჯანყება. პოლკოვნიკი პუზირევსკი გურიაში გადავიდა, შემოქმედის ციხესთან რომ მივიდა, მას წინ შემოხვდა სამი გურული, მათ შორის იოთამ ბოლქვაძე (სხვა ცნობებით, ბოლქვაძე მარტო იყო)
როდესაც პუზირევსკიმ იკითხა, სად არის ის მამაძაღლი ქაიხოსრო გურიელიო, ბოლქვაძემ წამოიძახა: ,,ჰუიმე, ღმერთო მომკალი, ქაიხოსრო გურიელი და მამაძაღლიო!” მყისვე იშიშვლა ხმალი და ორად გააპო იგი. ასე მსმენია მოხუცი გურულებისაგანო,” იხსენებდა ექვთიმე თაყაიშვილი. გურულებმა კიდევ ერთი კაზაკი მოკლეს, დანარჩენი რუსები კი შეიპყრეს და თან წაიყვანეს.
ბოლქვაძე სულ მალე შეიპყრეს რუსებმა და შპიცრუტენების ცემაში ამოხადეს სული.
1820 წლის 24 ივლისს გენერალ ალექსანდრე ველიამინოვის სარდლობით რუსმა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე და სოფელი. „ამბოხებული სოფლები გავანადგურეთ და გადავბუგეთ, ბაღები და ვენახები ძირებამდე ავჩეხეთ, მრავალი წლის შემდეგაც ვერ აღიდგენენ მოღალატენი პირვანდელ მდგომარეობას“, ‐ წერდა თავის ჩანაწერებში ერმოლოვი.
სიკვდილი კილავ რუსეთს!
შემოქმედის მონასტერი, მახატვარი დიუბუა დე მონპერე (1798–1850)