35 დეპუტატი ექსპრემიერის სავარაუდო უკანონო გამდიდრების თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

35 დეპუტატი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

bm.ge

საქმე ის არის, რომ ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირებულია, თუმცა მას მხარდამჭერების საჭირო რაოდენობა არ აქვს. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას 50+1 დეპუტატი სჭირდება.

დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ დადგენილების მიღების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიამ უნდა იმსჯელოს და შეისწავლოს შემდეგი საკითხები:

  1. ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში წარდგენილი თითოეული დეკლარაციის შემოწმება, ოფიციალურ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის გამოვლენა.
  2. თანამდებობაზე ყოფნისას ირაკლი ღატიბაშვილის ოჯახის წევრების, მშობლების და მეუღლის ნათესავების მიერ დაგროვებული ყველა უძრავი და მოძრავი ქონების მონიტორინგი.
  3. სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზმებნისთვის გამოყენების ფაქტის შესწავლა, რეისისთვის გაწეული ხარჯების წარმომავლობის დადგენა და მიზნობრიობა.
  4. ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ბიზნესსაქმიანობის, შემოსავლების და ქონების წარმომავლობის შესწავლა.
  5. თანამდებობაზე ღარიბაშვილის ყოფნის განმავლობაში სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევების გამოვლენა.
  6. ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მასთან დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწების იაფად მიღების სავარაუდო კორუფციული სქემის გამოკვლევა და ა.შ.

დადგენილების განმარტებით ბარათში წერია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა გამოწვეულია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობებით, რომელიც უკვე გამოვლინდა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატები:

  1. თამარ კორძაია,
  2. ქეთევან თურაზაშვილი,
  3. თეონა აქუბარდია,
  4. ხატია დეკანოიძე,
  5. ანა ბუჩუკური,
  6. ბექა ლილუაშვილი,
  7. შალვა კერესელიძე,
  8. მიხეილ დაუშვილი,
  9. რომან გოცირიძე,
  10. ტარიელ ნაკაიძე,
  11. დავით უსუფაშვილი,
  12. შალვა შავგულიძე,
  13. ალექსანდრე ელისაშვილი
  14. თამარ ჩარკვიანი,
  15. ლევან ხაბეიშვილი,
  16. კახაბერ ოქრიაშვილი,
  17. დევი ჭანკოტაძე,
  18. აკაკი მინაშვილი,
  19. თინათინ ბოკუჩავა,
  20. ლევან ბეჟაშვილი,
  21. აბდულა ისმაილოვი,
  22. რამაზ ნიკოლაიშვილი,
  23. დავით კირკიტაძე,
  24. გიორგი ბოტკოველი,
  25. ეკატერინე ხერხეულიძე,
  26. გიორგი გოდაბრელიძე,
  27. დავით ხაჯიშვილი,
  28. სულხან სიბაშვილი,
  29. ანი წითლიძე,
  30. თეიმურაზ ჯანაშია,
  31. გუბაზ სანიკიძე,
  32. კობა ნაყოფია,
  33. პაატა მანჯგალაძე,
  34. არმაზ ახვლედიანი,
  35. ანა ნაცვლიშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share