“მაინც დიდი პროგრესია ჩვენში…ბაბუინებიდან ტრანსფორმირდე ზებრებად…ასეთი ევოლუცია 20 წელიწადში…მარტო ჩვენთან ხდება”-ირაკლი ოქრუაშვილი

“კომუნისტებსაც ეგონათ, რომ ქართველის პატრიოტიზმი გაზ 2107-ის და ოროთახიანი ხრუშჩოვკის მიღებაზე იყო დასული და კი დაემხო ის იმპერია 80-იან წლებში მეტწილად აქედან აზვირთებული მუხტით.
ამ ჩარჩსაც ეგონა რომ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ჯიბეში ჩაისვა, ნაწილი დააშინა ან დაღალა, ქვეყანა აქტიური ადამიანებისგან დაცალა, ეკლესია საკუთარი შ.პ.ს.-ს ფილიალად და მის იდეურ მოკავშირედ აქცია, ქურდები და ქუჩის შპანა საყრდენად გაიხადა და ეგონა ეს ქვეყანა მისი ყანა გახდა და თითქმის მიუერთა რუსეთს, მაგრამ ამასობაში წამოსული ახალი თაობა გამოეპარა.
ქართველის ხასიათს რომ იცნობდე ან აქ უნდა იყო გაზრდილი ან ჩვენი ისტორია ორი ფურცელი მაინც უნდა გქონდეს წაკითხული. ამას ორივე “აკლია”. არა, ისედაც მაგრად აკლია.
მაინც დიდი პროგრესია ჩვენში. ბაბუინებიდან ტრანსფორმირდე ზებრებად, ასეთი ევოლუცია 20 წელიწადში მარტო ჩვენთან ხდება.

ირაკლი ოქრუაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share