”თუ გვინდა რუსეთში არ გავიღვიძოთ, აქციაზე დგომა სამსახურივით უნდა იყოს” – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მისულმა მსახიობმა, ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა.
რაც შეეხება “ოცნების” მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას, მსახიობი ამბობს, რომ ამ პროვოკაციას არ უდნა აყვნენ.
”მგონია, რომ ჩემი ადგილი აქ არის, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის, ვისაც არ უნდა, რომ გავიღვიძოთ რუსეთში. მგონია, რომ ეს უნდა იყოს სამსახურივით. უნდა გადავდოთ ყველა ჩვენი საქმე, ან მოვითავოთ, მოვიდეთ აქ და ვიდგეთ ერთად. ძალიან კარგი მუხტია ის, რაც ახალგაზრდებმა ამ 9 დღის განმავლობაში გააკეთეს. ხელისუფლების აქციის შესახებ მე ახლა გავიგე. მგონია, რომ ეს არის პროვოკაცია და ამას არ უნდა ავყვეთ” – ამბობს ირაკლი კვირიკაძე.