ქაიხოსრო და მამია გურიელის სახეები ისტორიული რომანიდან
.
„თავადი ივანე აბაშიძე დიდი ხანია მეგობრობდა გურიის მმართველის უნიათო მამია გურიელის ბიძასთან ბატონიშვილ ქაიხოსრო გურიელთან, ქაიხოსრო ზიზღით უყურებდა მის სუზერენ ძმიშვილს, რომელსაც უწოდებდა „რუსულ შვაბრას“. რადგანაც იგი გონებრივი და მორალური სისუსტის გამო მუდმივ კანკალში იყო და ეშინოდა რუსების, რომლებიც ყოველთვის სარგებლობდენენ მისი უნიათობით და ართმევდნენ მას ლაშქარს, პროვიანტსა და ფურაჟს. მამია რუსებს გაბმული ყავდათ უმძიმეს უღელში, როგორც გურიის „ფიტულმფლობელი“, ასე უწოდებდა თავის ძმიშვილს ქაიხოსრო – ძველი ყაიდის ჯიგიტი და თავისმკვეთელი.
.
– სწორედ ამ „შვაბრით“ ჩვენ ვწმინდავთ გურიას ისეთი ყაჩაღებისაგან, როგორიც ამავე „შვაბრის“ ბიძა ბატონიშვილი ქაიხოსრო გურიელია – ამბობდა ამაზე პოლკოვნიკი პუზირევსკი იმერეთის „მმართველი““.
.
– ფრაგმენტი (1818 წლის შესახებ) უკრაინელი მწერლის დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანიდან „რკინით და სისხლით“ (Д.Л. Мордовцевъ, Желѣзом и Кровью – Романъ изъ исторіи завоеванія Кавказа при Ермоловѣ; Журнал Наблюдатель 1894 №5).
– გურული მამაკაცი; ნახატი 1878 წლის გერმანული იულუსტრირებული ჟურნალიდან (Über Land und Meer : deutsche illustrierte Zeitung. 1878 #6; Stuttgart : Dt. Verl.-Anst., 1878)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა