გურიაში სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს 29 აპრილს ”ოცნების” აქციაზე წასვლა დაევალათ – გორდელაძე

სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში 29 აპრილის აქციის შესახებ წერს. მისი განცხადებით, გურიის რეგიონში სკოლის დირექტორებს მასწავლებელთა შეკრება და აქციაზე წასვლა დაევალათ:
”გურიის რეგიონში ზევიდან მოვიდა დავალება- სკოლის დირექტორებს 29 აპრილს ოცნების აქციაზე წასვლა დაევალა. ასევე დირექტორებს მასწავლებელთა შეკრება.
მესმის დიდი ზეწოლის და წნეხის ქვეშ ხართ…
მაგრამ თქვენივე გამოზრდილ ახალგაზრდებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებას და პროგრესს უპირისპირდებით?
წახვალთ იმ აქციაზე რომელსაც ხელისუფლება უწყობს საკუთარ ხალხს, მოქალაქეებს?
ერთხმად თქვით უარი!
ცხოვრებაში გეძლევათ შანსი დაიბრუნოთ ღირსება და დადგეთ ისტორიის მართალ მხარეს.
თქვენ ხომ ქვეყნის ინტელიგენცია ხართ და არა მონები?
მერე როგორ შეაღებთ საკლასო ოთახის კარს და ჩახედავთ მოსწავლეებს თვალებში?” – წერს გორდელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share