9 – 10 მარტს ქ თბილისში მკლავჭიდში 15, 18 და 23 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა.
პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა და შინ 7 მედალი წამოიღეს.
I ადგილი
ფირუზ მარკოიძე – 60 კგ ( მარცხენა მკლავი, 23 წწ)
II ადგილი
დაჩი ჩხაიძე – 55 კგ ( ორივე მკლავში, 23 წწ)
ვახო მგელაძე – მძიმე წონა ( მარცხენა მკლავი, 18 წწ)
III ადგილი
გიორგი წიტაიშვილი – 90 კგ ( ორივე მკლავი , 23 წწ)
ნიკოლოზ მჟავია – 65 კგ ( მარცხენა მკლავი, 15 წწ)
მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურაბ ბურჭულაძე.
საქართველოს პირველობა შესარჩევი ასპარეზობაა ევროპის პირველობისთვის. საქართველოზე წარმატებით ( I და II ადგილზე) გამოსული სპორტსმენები ევრიპაზე იასპარეზებენ.
,,აქვე უნდა ითქვას ისიც , რომ წლევანდელ პირველობაზე ევროპის პრიზიორი , 16 წლის საბა ეზიეშვილი უფროს ასაკში გამოვიდა და 18 წლამდელთა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა. დამეთანხმებით, ასაკის შეცვლა ფსიქოლოგიურ მომენტთან არის დაკავშირებული და სპორტსმენს დიდი მომზადება და მდგრადობა სჭირდება. რაც საბამ ნამდვილად აჩვენა და მომავალში დარწმუნებული ვარ მედლით გაგვახარებს.
ასევე მინდა დავასახელო ის ბავშვები, რომლებიც მსგავს პრესტიჟულ შეჯიბრზე პირველად გამოვიდნენ და პრიზიორობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ : ბაგრატ შარაშიძე, ლუკა სალუქვაძე,დავით როყვა, საბა ჯაში – მადლობა მათ წარმატებული ასოარეზობისთვის ” – გიორგი რუსიეშვილი , მწვრთნელი.