რუსეთში, სკოლის მოსწავლეს, ავტოფარეხის კარზე წარწერის გამო, 3,5 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – პუტინის რეჟიმის ტყვეები

რუ­სეთ­ში, სა­სა­მარ­თლომ სკო­ლის მოს­წავ­ლეს, 17 წლის ლი­უ­ბოვ ლი­ზუ­ნო­ვას სამ წე­ლი­წად-ნა­ხევ­რით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, ხოლო 19 წლის ალექ­სან­დრე სნეჟ­კოვს – 6 წლით – ისი­ნი ჯერ კი­დევ 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით ახალ­გაზ­რდებ­მა ჩი­ტას გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე ავ­ტო­ფა­რე­ხის კე­დელ­ზე “შე­უ­სა­ბა­მო” წარ­წე­რა – “სიკ­ვდი­ლი რე­ჟი­მის” და­წე­რეს. მათ ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბათ “ტე­ლეგ­რა­მის” არ­ხე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში, სა­დაც აქ­ვეყ­ნებ­დნენ ახალ ამ­ბებს ან­ტი­სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.”

ახალ­გაზ­რდე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ერ­თდრო­უ­ლად სამი მუხ­ლით აღიძ­რა: მო­წო­დე­ბე­ბი ტე­რო­რის­ტულ ქმე­დე­ბებ­ზე (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 205.2 მუხ­ლი), ექ­სტრე­მიზ­მი (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 280-ე მუხ­ლი), და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ძულ­ვი­ლი (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 214-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი).

ლი­უ­ბოვ ლი­ზუ­ნო­ვა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში, ალექ­სან­დრე სნეჟ­კო­ვი კი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში 2023 წლის იან­ვრი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და: უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა 23 წლის ვლა­დის­ლავ ვიშ­ნევ­სკი­საც.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პორ­ტა­ლის “OVD-Info“-ს მი­ხედ­ვით, ამ­ჟა­მად 900-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლია იმის გამო რომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ომს უკ­რა­ი­ნა­ში ომს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, 2023 წელს რუ­სეთ­ში თით­ქმის შვიდ­ჯერ მეტი სას­ჯე­ლი იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მუხ­ლე­ბით, ვიდ­რე 2022 წელს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share