“კომიკურად ჟღერს ეს ყველაფერი” – ალასანია “ოცნების” მიერ ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

„კომიკურად ჟღერს ეს ყველაფერი, ხან იმას ამბობენ, რომ ვიღაცას ფული გადავუხადეთ, გულშემატკივრები საიდან გაიჩინა, როგორ, არ ვიცი, რა გითხრათ,“ – ამ განცხადებას გიული ალასანია აკეთებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის გამო” ოცნების” ლიდერების კრიტიკას ეხმაურება.

გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტარების უმრავლესობა თანხმდება, რომ ივანიშვილი დასასანქცირებელია.

”დასავლეთს, რომელთან ინტეგრაციაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათი გადაწყვეტილება ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია.

ქვეყნისთვის ეს ცუდის, უარყოფითის მომტანი იქნება, ეს ყველასთვის ნათელი გახდა, ეს ნათელი გახდა იმ პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს აპროტესტებენ.
ყველა გამომსვლელი აღნიშნავდა, რომ უნდა დაედოს სანქცია ივანიშვილს, რაც მოვისმინეთ ქვეყნისთვის არ არის კარგი, ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს,“ – ამბობს გიული ალასანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share