”ქართული საზოგადოება იქნება ერთიანი, დაიცვას ბიძინა ივანიშვილის უფლებები და მისი სიცოცხლე”

,,ნაციონალური მოძრაობის, უკრაინის ხელისუფლებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ამერიკულმა მხარემ ბრძოლაში ჩართო ვინმე პიანტკოვსკი, რომელიც წარმოშობით რუსია და ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა პიანტკოვსკის მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. სწორედ, ეს ადამიანია, რომელიც მოითხოვს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორებული იყოს საქართველოს,’’ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის’’ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share