დღეს, ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაკავებული თათია ნიკოლაშვილი, მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს:
”დღეს ერთადერთი მიზნით ვიყავი იქ, როგორც ოზურგეთის საკრებულოს წევრი და ოზურგეთელი ადამიანების წარმომადგენელი . მქონდა ლეგიტიმური შეკითხვები პრემიერ მინისტრთან ოზურგეთლების პრობლემებთან დაკავშირებით, რომ ოზურგეთლებს უკიდურესად უჭირთ , უამრავი პრობლემაა ოზურგეთში ,როგორც ინფრასტრუქტურული , ასევე , ეკონომიკური – აი ამ შეკითხვებზე ,მარტო ერთ საკრებულოს წევრი , ისე რომ არც აქცია იყო (მიუხედავად იმისა, რომ ამის კანონიერი უფლება გვაქვს) ვიდექი მარტო და მეცნენ ველურებივით , ხელების გადაგრეხვით , მანქანაში ჩატენვით და ძალადობის გზით , გამიტაცეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,არაადამიანურად იქცეოდნენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ზონდერები , რომლებიც არცხვენენ პოლიციის ღირსებას ,მუნდირსა და სახელს , ისინი არ იცავენ კანონს , ისინი ემსახურებიან რულს ოლიგარქს და მის მარიონეტ ღარიბაშვილს . სანამ ღარიბაშვილი მოვიდოდა , რამდენიმე წუთით ადრე დამესხნენ თავს , სრულიად უმიზეზოდ. ეს არის რუსული მილიციის სახე , ეს ადამიანები არიან : გიორგი შარაშენიძე , შამილ თავდგირიძე , ირაკლი ცქვიტინიძე და დავალების გამცემი კოკა მაისურაძე .ამ ადამიანებს უნდა იცნობდეს მთელი საქართველო .
აუცილებლად გავაგრძელებ უსამართლობასთან ბრძოლას , დღეს კიდევ ერთხელ ჩემი თვალით დავრწმუნდი მათ ძალადობრივ ქმედებებში.” – წწერს ნიკოლაშვილი.
ცნობისთვის, დღეს ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი პრემიერის ვიზიტის დროს პოლიციისადფმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.