კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია, პაპუაშვილი კი წარმოუდგენელ რაღაცებს ლაპარაკობს – ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი “ქართულ ოცნებას” თავს ესხმის – პოლიტოლოგი ირაკლი კობახიძეს “სოციოპათს” უწოდებს და პრემიერს პრინციპების არ ქონაში ადანაშაულებს.

დილით ევროკავშირის დროშას, ხოლო საღამოს წითელ დროშას ააფრიალებს” – ამბობს პოლიტოლოგი და იქვე ამატებს, რომ საქართველოს პრემიერი “უტიფრად შავზე თეთრს ამტკიცებს“.

ხუხაშვილი “პოლიტიკური ამბების” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც უდიერად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მორალური ღირებულებები არ გააჩნიათ.

”კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია. უტიფრად შეუძლია, რომ თეთრზე შავი თქვას. პაპუაშვილი ახალი აღმოჩენაა. წარმოუდგენელ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ კობახიძე ამ ყველაფრის სიმბოლოა. ურაპატრიოტული, ფსევდო კონსერვატიული, მაგრამ კონსერვატორებიც არ არიან. ხვალ თუ დაჭირდა, ლიბერალი გახდება. დილით ევროკავშირის დროშას, ხოლო საღამოს წითელ დროშას ააფრიალებს. არანაირი პრობლემა არ აქვს ღირებულებებთან, პრინციპებთან დაკავშირებით”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share