ივანიშვილი “Gen Z-ის” ფაქტორმა შოკში და დეპრესიაში ჩააგდო – ხუხაშვილი

ივანიშვილი “Gen Z-ის” ფაქტორმა შოკში, დეპრესიაში ჩააგდო” – ამის შესახებ განცხადება გია ხუხაშვილმა “პოლიტიკური ამბების” ეთერში გააკეთა.

პოლიტოლოგმა 2023 წლის მარტის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ რუსული კანონის პირველ ჯერზე უკან გაწვევა შვილების თაობის დამსახურებაა.

ხუხაშვილი ღიად აცხადებს, რომ ქართველი ოლიგარქი არჩევნებს “უძლეველობის მითოლოგიით” იგებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს ამჯერადაც უკან წაიღებს, ის ძალაუფლების შენარჩუნებას ვეღარ მოახერხებს.

”აქ რომ ახალგაზრდების ფაქტორი არ ჩართულიყო, შარშან წავაგებდით. “ჯენ ზის” ფაქტორმა ის ჩააგდო შოკში, რადგან ეს ფაქტორი საერთოდ არ გაუთვალისწინებია. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს ფაქტორი ქვეყანაში არსებობდა. ამ ბავშვებმა უკან რომ არ დაიხიეს, ჩავარდა შოკში. მის ამ მატრიცაში, რომელიც შექმნა, ეს ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული. ჩავარდა შოკში, დეპრესიაში და უკან დაიხია”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share