ივანიშვილის ამოცანაა, ახალგაზრდები სახლში შერეკოს და ბავშვები დაიჭიროს, მას ლაზარე 2 სჭირდება – ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი გამჭვირვალობის  კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება – პოლიტოლოგი “ტვ პირველის” ეთერში ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის მიზანი ახალგაზრდების თავისუფალი ხმის ჩახშობაა.

მისი ამოცანაა, რომ ბავშვები დაიჭიროს. მას ლაზარე 2 სჭირდება” – ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ შვილების თაობის თავგანწირული პროტესტი ქართველ ოლიგარქს წარმოუდგენლად მიაჩნია.

”მისი ამოცანაა, რომ ვინმე ბავშვები დაიჭიროს. მას სჭირდება ლაზარე 2. მისი მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდობა რამენაირად შერეკოს სახლებში. მისი მთავარი პრობლემა და საფიქრალი არის ეს. მას ჰქონია, რომ ერთი-ორი ბავშვის დაჭერა იქნება გარკვეული რევანში ლაზარესთან დაკავშირებით. ბიძინას ვერ წარმოუდგენია, რომ ახალგაზრდები ასჯერ მეტ ძალას წინ უდგებიან და ბოლომდე იბრძვიან. ეს ფენომენი ვერ ამოხსნა. ვერ წარმოუდგენია, როდესაც ადამიანი თავისზე ძლიერ რაღაცას ხედავს, წინააღმდეგობა გაუწიოს”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share