„სააკაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა არალეგიტიმურ ჩარევას საარჩევნო პროცესში, ეს დაინახეს როგორც დამკვირვებლებმა, ასევე მთელმა საზოგადოებამ“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსულის ნაწილი და თუ საქართველოში ჩამოვა, ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
„რაც შეეხება დაპირებას მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, უკვე წლებია ჩვენ გვახსოვს, რომ ის ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან საზღვართან, ხან ფეხით საქართველოში ჩამოდის. როგორც თვითონ აანონსებს, აქამდე არაერთხელ უნდა იყოს ნამყოფი, თუმცა როდის ჩამოვა, ეს ალბათ, მისმა მეგობრებმა იციან პარტიაში. სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსულის ნაწილი. მას აქვს ბევრ კითხვაზე პასუხები გასაცემი და თუ საქართველოში ჩამოვა, ამ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.