„შეშინებული ივანიშვილი ფორთოხლის წვენსაც ვერ სვამს ახლა სახლში მშვიდად რომ დაიძინოს,“ – ეს განცხადება აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას უზღუდავს, აჩვენებს, როგორ ეშინია ხელისუფლებას მოსახლეობის.
”ეს არის ერთგვარი მარკერი, ქართული ახალგაზრდობა ყოველთვის იდგა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსების უმაღლეს ნიშნულთან გათანაბრებული მოვლენის სათავეებთან. მე აქ ვდგავარ სამი შვილის მამა და არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა, ისევე როგორც მე, 20 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და მოუწიოთ ბრძოლა, არ იცხოვრონ რუსეთში,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.