ან ფარით, ან ფარზე, ამათ აუცილებლად დავასრულებთ – აქციის მონაწილე

“თვალებში ჩახედეთ პოლიციელებს, მათ არ უნდათ აქ დგომა, მათ არ უნდათ ჩვენი დარბევა” – ამის შესახებ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილემ განაცხადა.

“გადახედეთ პოლიციას, არავის არ უნდა ჩვენი დარბევა, ეს არის ჩვენი გამარჯვება”- თქვა სტუდენტმა.

ახალგაზრდები ოცნებას ეუბნებიან, რომ ბოლომდე იბრძოლებენ – “ან ფარით, ან ფარზე, ამათ აუცილებლად დავასრულებთ” – ამბობს ახალგაზრდა.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა, არიან დაშავებულები. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას.

პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირიც დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share