19 წელი „ვარდების რევოლუციიდან“ – თბილისსა და ბათუმში დღეს აქციები გაიმართება

დღეს, 23 ნოემბერს 18:00 საათზე, „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

 

„23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავზე ვიკრიბებით თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე. გამოდით ყველა ვინც თვლით, რომ ამ დღეს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება დაიწყო“, – აღნიშნულია „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share