ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“ ისე „ეჭყანება“ ხელისუფლება ოპოზიციას – ხვიჩია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან” ზუსტად ისე „ეჭყანება“ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩემი აზრით, “ქართული ოცნება“ გათამამებულია ამ არჩევნების მერე და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს. ჩვენ მივხვდით, რომ “ქართული ოცნება” ამ თემაზე სერიოზულად არ ლაპარაკობს და ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“, ზუსტად ისე „ეჭყანება“ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა,”- განაცხადა ხვიჩიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share